Pages

Friday, November 24, 2017

დღეს რაგბში საქართველო აშშ-ს ნაკრებს შეხვდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს“, - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა განაცხადა. ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ნაკრების კაპიტან ბლეინ სქალთან ერთად გამართა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
„რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საქართველოს ნაკრები და ქართული რაგბი ვითარდება. საქართველოს სურს ექვს ერში თამაში და ნამდვილად იმსახურებს. ეს ისეთი გუნდია, რომ სათანადოდ უნდა შეაფასო და თუ არ გააკეთებ ამას, დაისჯები. მილტონ ჰეიგმა ბევრი სამუშაო გასწია, რომ საქართველოს ნაკრები ამ დონეზე მისულიყო. პატივისცემით ვართ განწყობილნი საქართველოს ნაკრებისა და გუნდის მიმართ. ჩვენ ბოლომდე შევეცდებით, ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და დანებებას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ამერიკის ნაკრების მწვრთნელმა.
ამერიკის ნაკრებთან მატჩი 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment