Pages

Tuesday, November 21, 2017

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგი ძალაშია

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017-2020 წლებისათვის ოფიციალურად ამოქმედდა მხარეთა მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი.
უწყების ცნობით, განახლებული დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და ინტენსიური თანამშრომლობით შემუშავდა და ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ პრიორიტეტებს, ისეთ სფეროებში როგორებიცაა: 1) დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება; 2) საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; 3) მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; 4) ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; 5) ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; 6) კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა; 7) მობილობა და ხალხთა შორის კავშირები.
"პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ევროკავშირი მზად არის სოლიდური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამ მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი მრავალწლიანი ჩარჩო (2017-2020) – Single Support Framework, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის საექსპერტო დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებით, საქართველოში შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებით და შესაძლებლობათა განვითარებით. ევროკავშირი ასევე მზად არის შექმნას დახმარების ახალი ინსტრუმენტები ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.
უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად,  ასოცირების ახალ დღის წესრიგში ცალკე პრიორიტეტად იქნა გამოყოფილი ეს მიმართულება. ასოცირების დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უცვლელი პრიორიტეტია", - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment