Pages

Wednesday, November 22, 2017

ავღანეთში დაჭრილი სამხედრო პაპუნა ხორავა უკვე მესამე მისიაში მონაწილეობს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი პაპუნა ხორავა უკვე მეოცე წელია მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ის სხვადასხვა სამხედრო მისიებში მონაწილეობდა. 
"პაპუნა მონაწილეობდა ცხინვალის ომში. იქაც მსუბუქი დაზიანება მიიღო. უკვე მეოცე წელია მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. ის მესამედ იმყოფება სამშვიდობო მისიის ეგიდით ავღანეთში, როგორც შეგვატყობინეს ჭრილობა აქვს მარჯვენა ქვედა კიდურზე და მისი ჯანმერთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიებელია. მასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და დღესაც ველაპარაკეთ", - განუცხადა imedinews-ს დაჭრილი სამხედროს მეუღემ თეა ჯიქიამ.
22 ნოემბერს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. 
4 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის დროს ქართველი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment