Pages

Tuesday, November 28, 2017

ფინანსთა მინისტრი „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
 
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის განკარგულებაში, სადაც ეს უფლებამოსილება მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჰქონდა დაკისრებული.
„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანამიმდევრული შესრულების მიზნით, „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
დღეს, "სასტუმრო „ბილტმორში“ "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. გარდა ამისა, სიტყვით გამოვლენ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი და SRCIC-ის თავმჯდომარე ლუ ჯიანჟონგი.
თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გუშინ გაიხსნა. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება.
„აბრეშუმის გზის ფორუმში“ ასევე მონაწილეობენ ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოურ კომპანიას წარმოადგენს. 
გუშინ პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
 

No comments:

Post a Comment