Pages

Tuesday, November 21, 2017

"მილანი" შესაძლოა ევროტურნირებიდან მოკვეთონ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იტალიის საფეხბურთო გრანდი "მილანი" შესაძლოა ევროტურნირებიდან მოკვეთონ. ამის მიზეზი ფინანსურ ფეარ-პლეის წესების დარღვევაა, რაც წლის განმავლობაში იგივე თანხის გამომუშავებას გულისხმობს, რამდენსაც კლუბი დახარჯავს.ინფორმაციას გამოცემა marca ავრცელებს.
უეფას შტაბბინაში გუშინ როსონერის გენერალური დირექტორი მარკო ფასონე სიტუაციის გასარკვევად იმყოფებოდა, თუმცა მისმა ვიზიტმა სათანადო შედეგი ვერ მოიტანა და ლომბარდიელები დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე კვლავაც დგანან.
მიმდინარე სეზონში "მილანს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მხოლოდ ევროპა ლიგის მოგების მეშვეობით შეუძლია, რადგან იტალიის ჩემპიონატში ვინჩენცო მონტელას მომზადებული გუნდი ცამეტი ტურის შემდეგ 19 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება და მეოთხე ადგილზე მყოფ "რომასთან" 11-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment