Pages

Monday, December 18, 2017

10 სიმღერა, რომლის მოსმენის შემდეგაც თქვენი შფოთვა 65%-ით შემცირდება


თქვენი სულისა და ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.
ყველამ ვიცით, რომ ჩვენს სტრესს მართვა სჭირდება. როცა სამსახურში, სასწავლებელში, ან თუნდაც პირად ცხოვრებაში რთული დღეები გვაქვს დაძაბული ნერვების დასამშვიდებლად უამრავი ტექნიკისა და მეთოდის გამოყენება შეგვიძლია.


წარმოგიდგენთ მეცნიერებით გამყარებულ მეთოდს: შეადგინეთ თქვენი ფლეილისტი 10 ყველაზე დამამშვიდებელი სიმღერით.
ბგერითი თერაპია დამშვიდების და ჯანმრთელობის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. უძველესი კულტურები ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მიმართავდნენ მუსიკას.
დღეს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ნეირომეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, თუ როგორი მელოდია გამოირჩევა მეტი ეფექტურობით.
ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს, რომლებსაც დროის მოკლე მონაკვეთში რთული თავსატეხის ამოხსნა ევალებოდათ, სენსორები ჰქონდათ დამაგრებული. თავსატეხის ამოხსნა გარკვეულ სტრესთან იყო დაკავშირებული. მონაწილეები დავალების შესრულების დროს სხვადასხვა მელოდიას უსმენდნენ, მკვლევარები კი, მათი ტვინების აქტივობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, გულისცემას, წნევას და სუნთქვის სიხშირეს ზომავდნენ.
კვლევის ავტორის, დოქტორ დევიდ ლუის-ჰოდგსონის თანახმად (Mindlab International), ერთ-ერთი სიმღერა ყველაზე უკეთ ახერხებდა კვლევის მონაწილეების დამშვიდებას.
მარკონი იუნიონის „Weightless”-ის მოსმენისას კვლევის მონაწილის ზოგადი შფოთვა 65%-ით ეცემოდა. ხოლო ჩვეულ ფიზიოლოგიურ შესვენებას 35%-ით ნაკლები დრო სჭირდებოდა.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს კონკრეტული კომპოზიცია, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. მარკონი იუნიონმა „Wightless”-ზე ბგერით თერაპევტეპთან ერთად იმუშავა. გულდასმით შერჩეული რითმი, ჰარმონია და დაბალი ბგერები მსმენელის გულისცემას, წნევას და სტრესის ჰორმონის კორისტოლის დონეს ამცირებს.
როცა საქმე შფოთვის შემცირებას ეხება, ფსონი დაბალი უნდა იყოს. სტრესი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს მკვეთრად ზრდის. გულის დაავადებები, სიმსუქნე, დეპრესია, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ასთმა – ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან სტრესს. ჰარვარდის და სტენფორდის ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მხოლოდ სამსახურებრივი სტრესი სიკვდილის მიზეზი დიაბეტზე, ალცჰაიმერზე და ვირუსულ დაავადებებზე ხშირად ხდება.
ამ ყოველმხრივი „დაბომბვის“ ეპოქაში მეცნიერება ერთმნიშვნელოვნად ამბობს: თუ გსურთ დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი გონება და სხეული, ორივე უნდა დაასვენოთ. მუსიკა კი ამ დაუსრულებელი ზარებისგან, აპლიკაციებისგან, თაგებისგან, ელ-ფოსტებისგან, ტექსტებისგან, შეხვედრებისგან და ვადებისგან (რასაც ადვილად შეუძლია ჩაგაგდოთ სტრესულ, გამოფიტულ და აღელვებულ მდგომარეობაში)  დასვენების მარტივი გზაა.
დოქტორ დევიდ ლუის-ჰოდგსონის თქმით, „Wightless იმდენად ეფექტური იყო, რომ ბევრ ქალს ძილიც კი მოერია და შესაბამისად, ტარებისას მის მოსმენას არ გირჩევთ“.
ასე რომ, მოუსმინეთ ამ 10 სიმღერას, მაგრამ არა საჭესთან:
1. “We Can Fly,” რუი დუ სოლეილ (კაფე დელ მარი)
2. “Canzonetta Sull’aria,” მოცარტი
3. “Someone Like You,” ადელი
4. Pure Shores,” ოლ სეინთს
5. “Please Don’t Go,” ბარსელონა
6. “Strawberry Swing,” ქოლდფლეი
7. “Watermark,” ენია
8. “Mellomaniac (Chill Out Mix),” დიჯეი შაჰი
9. “Electra,” ეარსთრიმი
10. “Weightless,” მარკონი იუნიონი
სურვილის შემთხვევაში 50 წუთიანი ფლეილისთი სპოტიფაიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.
„იქ სადაც სიტყვები არ არის საკმარისი, საუბარს მუსიკა იწყებს“ – ჰანს ქრისტიან ანდერსენი
წყარო: Inc.

No comments:

Post a Comment