👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
11 თვეში საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 1 მილიონით (18.4%) მეტი ვიდრე შარშან. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტორების რაოდენობამ რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).
საქართველოში ჩამოსვლის კუთხით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, ზრდის კუთხით: გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2%, აშშ +24.2% და სხვა.
2017 წლის იანვარ - ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.
რაც შეეხება მხოლოდ ნოემბერს, საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 64,851-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.1%)-ია.
ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 201,056 შეადგინა, რაც 36,044-ით მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +21.8%).
აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment