შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, დილის 6 საათზე, საპოლიციო კონტროლი დაასრულა, რომლის მიზანი იყო დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებისა და საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი, მათ შორის:
• სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 45 პირი , მათ შორის არიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები.
• გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი.
• ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი.• ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
• ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი
• ამოღებულია 54 ხელყუმბარა,
• 122 კაფსულ-დეტონატორი და
• 3 740 ცალი ვაზნა.
საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი.
ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.
"ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობისას თითოეულ სამართალდამცველს ჰქონდა მკაცრი მითითება, ემოქმედა კანონის სრული დაცვით.
რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან.
მსგავსი თანამშრომლობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment