Pages

Saturday, December 2, 2017

ვ ი დ ე ო - სტუ-ს სტუდენტი "ნიჭიერი 2017“ პროექტის ფინალისტი გახდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი კოტორაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ორგანიზებული "ნიჭიერი 2017“ პროექტის ფინალისტი გახდა, რომელმაც  წარმოადგინა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ნიჭიერის პროექტში მონაწილე კონკურსანტთა შემფასებელი ჟიურის და დამსწრე აუდიტორიის მოწონება და მაღალი შეფასება მიიღო.
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 
გიორგი კოტორაშვილი ფაკულტეტის ერთ-ერთი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტია, ქიმიური მეცნიერებების დაუფლების გამორჩეული ნიჭითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით. ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების აქტიური მონაწილეა, კომუნიკაბელური და კრეატიული აზროვნების ახალგაზრდა.

No comments:

Post a Comment