Pages

Sunday, December 3, 2017

2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, შსს-ს დაფინანსება შეუმცირდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად ჩამოყალიბებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება 82 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტშია აღნიშნული.
იგივე ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 569.6 მლნ ლარი, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით 35,4 მლნ ლარით ნაკლებია.
„აღნიშნული შემცირება გამოწვეულია იმის გამო, რომ მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად სამინისტროს გამოეყო სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი, რის გამოც სამინისტროს დაფინანსება მცირდება 78,4 მლნ ლარით“, - წერია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ამას გარდა, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, როგორც ცნობილია საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შეუერთდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აღნიშნული უწყებისთვის 2018 წელს განსაზღვრულია 137.5 მლნ ლარი.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით უმნიშვნელო ცვლილებებია იმ უწყებების ნაწილის ასიგნებებშიც, რომელთა სტრუქტურული ცვლილებები არ შეხებიათ.
კერძოდ, საბოლოო ვარიანტში, მეორე წარდგენასთან შედარებით, 5 მლნ ლარით არის გაზრდილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება და 150.0 მლნ ლარით განისაზღვრება.
მეორე წარდგენასთან შედარებით საბოლოო ვარიანტით 350 ათასი ლარი დაემატა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და 1,6 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით 100 მლნ ლარი ემატება თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებს და 802 მლნ ლარით განისაზღვრება.
მეორე წარდგენასთან შეადრებით სხვა სამინისტროების ასიგნებები უცვლელია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment