დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში იცავდა, ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მათივე ინფორმაციით, გიორგი ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. 💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა.
ipn.ge
No comments:
Post a Comment