წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს თბილისის მერია სიმბოლურ ფასად დაუკანონებს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა კახა კალაძემ თქვა.
„ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს მივეცით საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა“, - თქვა კახა კალაძემ.
6 დეკემბრისა და 29 ნოემბრის მთავრობის სხდომებზე თბილისის მერმა საცხოვრებელი ფართები ჯამში 41 ოჯახს დაუკანონა. გარდა ამისა, 13 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კალაძის თქმით, ფართები კიდევ 38 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment