ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა იუპიტერის მსგავსი 4 პლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ Phys.org-ი წერს.
პლანეტები ე.წ ტრანზიტულ ეგზოპლანეტებს მიეკუთვნებიან. HATS-50b, HATS-51b, HATS-52b და HATS-53b-ი პარამეტრებით ძალიან ჰგვანან იუპიტერს.
მეცნიერების თქმით, ამ პლანეტების ზედაპირზე ტემპერატურა 1500 გრადუსს აღწევს. მათი დეტალურად შესწავლა კი წარმოუდგენელია: ისინი დედამიწიდან 2600 სინათლის წელიწადით არიან დაშორებულები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment