Pages

Saturday, December 2, 2017

სომალიში ორმაგი ტერაქტის შედეგად 512 ადამიანი დაიღუპა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ორმაგი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, რომელიც 14 ოქტომბერსსომალის დედაქალაქში მოგადიშოში მოხდა, 512 ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. 
სომალის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 512 ადამიანი, დაშავებულია 295, ხოლო 70 ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორმაგი ტერაქტის შედეგად მოგადიშოში 358 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 228 დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
თვითმხილველების ცნობით, ბომბი სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროსთან იდგა, კიდევ ერთი აფეთქება კი მადინას კვარტალში მოხდა.
2007 წლის შემდეგ ეს სომალიში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტერაქტია. 
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სომალიში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტებიდან უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ მიერ არის ორგანიზებული, რომელიც „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი დანაყოფია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment