მოხეტიალე ცირკი - „საიდშოუ“ - პირველად ინგლისში მეჩვიდმეტე საუკუნეში გამოჩნდა. იმ პერიოდში ფიზიკურად განსხვავებული ადამიანები მაყურებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდნენ. საცირკო სფეროში ყველაზე პოპულარული ქალი კი ოთხფეხა ჟოზეფინა იყო.
ტეხასელი ოთხფეხა გოგონა
ჟოზეფინა მირტლ კორბინი გაორმაგებული თეძოებითა და ოთხი ფეხით დაიბადა. ორი მომცრო ზომის ფეხი ჩვეულებრივი ფეხების შუა ჰქონდა ამოზრდილი და ისე გამოიყურებოდა, თითქოს კაბის ქვეშ ჟოზეფინა ბავშვს მალავდა.
ჟოზეფინა 25 წლის უილიამისა და 34 წლის ნენსის ოჯახში დაიბადა. ცოლ-ქმარი ისე ჰგავდა ერთმანეთს - ორივე ცისფერთვალება და ქერა იყო, რომ ექიმებს
ნათესაურ კავშირზე არაფერი იცოდა.
ფიზიკური სხვაობის გარდა, ჯოზეფინა თანატოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვი იყო.
13 წლიდან მოხეტიალე ცირკს მიეკედლა. იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვა ცირკების ზოგიერთი შოუმენი მსახიობ ქალებს აიძულებდა, ხელოვნური ფეხები მიემაგრებინათ. 19 წლის ასაკში ჟოზეფინა ჯეიმს კლინტონ ბიკნელის გაჰყვა ცოლად და 5 ჯანმრთელი შვილი - ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა. თანამედროვეები მას ახასიათებდნენ, როგორც დახვეწილი მანერებისა და მუსიკალური გემოვნების მქონე ქალბატონსჟოზეფნა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე ექიმი ოჯახს ფულს სთავაზობდა, რათა ქალის ქვედა კიდურები გამოეკვლიათ, მაგრამ... ნათესავებს მისი საფლავის დაცემენტება მოუხდათ, მისი სხეული ვინმეს რომ არ მოეპარა
marao.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment