"სექტემბერში ჩვენმა ინსტიტუტმა საკუთარი სახსრებით აღადგინა მეტეოს სადგური... 91 მიწისძვრა დღეში… ეს არის მიზეზი დევდორაკის მთავარი აქტივობის", - წერს სეისმოლოგი - თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში... თეა გოდოლაძე მოსალოდნელ რისკებზე გვესაუბრა...
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
- მყინვარწვერის მასივი გამოირჩევა მაღალი სეისმური აქტივობით. მაგალითად, 2014 წელს იყო დღეები, როდესაც საათში 400 მიწისძვრა ხდებოდა. ეს დამახასიათებელი მოვლენაა ვულკანური პროცესებისთვის, მაგმური აქტივობის დროს ხდება პატარა მიწისძვრები, ზოგჯერ დიდიც. სეისმური აქტივობა მსგავს პროცესებს ყოველთვის თან ახლავს... ყველასთვის ცნობილია, რომ მყინვარწვერი არის ვულკანური მასივი. იმისათვის,
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მყინვარწვერი ისეთივე აქტიური ვულკანი არ არის, როგორც მაგალითად - ფუჯიამაა იაპონიაში, ან პენეტუბო ფილიპინებში. საბჭოთა მონაცემებზე დაყრდნობით, მყინვარწვერის ბოლო ამოფრქვევა 2400 წლის წინ მოხდა. ვთვლით, რომ ეს საკითხი კიდევ დამატებით, ხანგრძლივ კვლევას საჭიროებს. ვულკანი ცოცხალი ორგანიზმია და თავისი ცხოვრების წესი აქვს.
2014 წლის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.რას გვეტყვით ყაზბეგში დაგეგმილ გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით?
ნებისმიერი პროექტი თავდაპირველად კვალიფიციურ კვლევას საჭიროებს... ამჟამად რეგიონში გვირაბის მშენებლობა იგეგმება და პროექტის განხორციელებისთვის ესპანელებთან ერთად ვაწარმოებთ წინასწარ სამეცნიერო კვლევას. აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე! არ შეიძლება იგივე დავუშვათ, რაც მოხდა დარიალჰესის მშენებლობის დროს. არ შეიძლება ჩვენივე აშენებულმა ობიექტებმა ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს. ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ გარემოს გეოლოგიური პროცესები. ბუნებასთან ერთად თანახცოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენს სავალალო შეცდომას ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს მომავალში. ჩვენი ჯიბის გასქელებას ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს.
გადახედეთ თბილისს რა ხდება, როგორი დარღვევით მიმდინარეობს მშენებლობები სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა ძალიან მალე ივიწყებს ტრაგედიებს... ვერეს ხეობაში კვლავ ცდილობენ მშენებლობის გაჩაღებას. აუცილებელია ამას შევეწინააღმდეგოთ. დეველოპერმა კორპუსი ააშენოს და შენს შვილიშვილს გარანტირებული სიკვდილი გამოუწეროს?! ეს არ უნდა დავუშვათ!
ყაზბეგში გვირაბი კი არ არის პრობლემა, არამედ თუ როგორ გაიყვანენ იმ გვირაბს. ზოგადად, მშენებლობა კი არ არის პრობლემა, პრობლემაა თუ როგორ ვაშენებთ შენობას. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია და ჩვენც რომ არაფერი ავაშენოთ, ასეც არ გამოვა... უბრალოდ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნათ. ხშირად არის კომპანიები ისე აშენებენ, აზრზე არ არიან რას აკეთებენ. მთავრობები მიდის და მოდის და ვისი პასუხიმგებლობა იქნება, მომავალში კატასტროფა თუ მოხდა? ვინ არის დღეს პასუხისმგებელი იმათ სიცოცხლეზე, ვინც ყაზბეგში შეიწირა ღვარცოფმა? თუ უსაფრთხოებას დღეს არ დავიცავთ, შესაძლოა 30 წელი გავიდეს და შემდეგ დადგეს სავალალო შედეგი... ამდენი წლების შემდეგ ვიღა აგებს პასუხს, რომ ვიღაცამ არასწორად ააშენა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო? პრევენციული ზომებია საჭირო, რათა იმ ქვეყნებს არ დავემსგავსოთ, სადაც პატარა მიწისძვრის დროს ათასობით ადამიანი იღუპება.
მანანა გაბრიჭიძე
AMBEBI.GE
No comments:
Post a Comment