Pages

Wednesday, December 27, 2017

უკრაინელებმა ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად სააკაშვილის საქმე დაასახელეს


"დემოკრატიული ინიციატივის" ფონდის მიერ ორგანიზებული კვლევის შედეგებით, უკრაინაში წლის პოლიტიკოსად, პეტრო პოროშენკო დაასახელეს (10%). მის შემდეგ მოდის უკრაინის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 7,3%-ით. მესამეზე კი პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო - 5,6%.
ყველაზე მთავარ პოლიტიკურ მოვლენად უკრაინელებმა "სააკაშვილის საქმე" დაასახელეს (9,6%), ომი დონბასში (9,1%) და საპენსიო რეფორმა (6%).
კვლევის შედეგების მიხედვით, 73,6%-მა უკრაინელმა განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკა არასწორი კურსით მიდის, რადგან დონბასში კონფლიქტი ჯერ კიდევ მოგვარებული არ არის. 
საერთაშორისო მოვლენებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად უკრაინელებმა დაასახელეს დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკულ არჩევნებში (16,7%), 7,6% - ომი სირიაში, ხოლო 25,5%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. 
უკრაინის წარმატებებს შორის, პირველ ადგილზე 76,3%-ით გავიდა უკრაინის ვიზალიბერალიზაცია, ნელი მაგრამ, ცვლილებების რეალიზება (47,1%), არმიის გაძლიერება (32,9%), პენსიის მომატება (29,2%), სიტყვის თავისუფლება (22,8%). 
კვლევის დროს, 18 წელს გადაცილებული 2004 რესპონდენტი გამოჰკითხეს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment