Pages

Friday, December 1, 2017

შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 
უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე მივიდა. 
"წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო.
ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს."-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლუბლიანას ქუჩაზე შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment