ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის არენაზე ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
57 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ოთარ გოგავამ მოიპოვა , რომელმაც ფინალში თეიმურაზ ვანიშვილი დაამარცხა. მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ წონაში იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.
74-ში გამარჯვებული ავთანდილ კენჭაძე გახდა , რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილის 10:0 მოუგო. 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა დავით ხუჩიშვილი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
დღის ბოლო შეხვედრაში ელიზბარ ოდიკაძე ზვიად მეტრეველს შეხვდა , სადაც ჩემპიონი ოდიკაძე გახდა.
საქართველოს ჩემპიონატი ხვალ განახლდება და მედლების კომპლექტს 61 ,70 ,79 , 92 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავეები გაითამაშებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment