Pages

Saturday, December 2, 2017

ფინეთში რეკორდული ჯეკპოტი გათამაშდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
ფინეთის ორმა მოქალაქემ, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ლატარიაში რეკორდული ჯეკპოტი მოიგეს. ქვეყნის ეროვნული ლატარიის სახელმწიფო კომპანიის მონაცემებით, მოგებულმა თანხამ 14,4 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც ორ მოგებულს შორის გადანაწილდება. 
მანამდე, ზაფხულში ფინეთში ასევე რეკორდული ჯეკპოტი გათამაშდა 14,2 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 50 გამარჯვებულს შორის გადანაწილდა. 
ფინეთის ტერიტორიაზე აზარტული თამაშები, კაზინო, სათამაშო ავტომატები ნებადართულია, მაგრამ მთლიანად სახელმწიფოს მიერ არის მონოპოლიზებული. ამ ბიზნესს ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო ლატარიის კომპანია Veikkaus-ი აწარმოებს. მოგება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში შედის და სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვასა და საქველმოქმედო საქმიანობაზე ნაწილდება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment