Pages

Monday, December 4, 2017

მოზარდების მკვლელობისთვის დაკავებული კიდევ სამი პირიდან ერთ-ერთი მირზა სუბელიანის ნათესავია

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
imedinews-ის წყაროს ინფორმაციით, დღეს დაკავებული 3 პირიდან ერთი პირი მოსწავლის მამაა, რომელმაც საკუთარი შვილი თითქოს შემთხვევის ადგილიდან პირადად წაიყვანა და სისხლიანი ტანსაცმლისა და სხვა მტკიცებულებების გადამალვაში დაეხმარა.
წყარო ასევე ამბობს, რომ დაკავებული კაცი მირზა სუბელიანის ნათესავია, რომელმაც გუშინ პროკურატურაში თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და რომლის შვილიც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
წყაროს ინფორმაციით, იძებნება დღეს დაკავებული კაცის შვილიც. ასევე ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა კიდევ რამდენიმე მოსწავლეს ეძებს, რომელთაგან ერთ-ერთს განზრახ მკვლელობას, რამდენიმეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
სასამართლომ ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment