მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) თქმით, თუ სასამართლო ნარკოდანაშაულში გაამართლებს, იმ პოლიციელებს უჩივლებს, რომლებმაც დააკავეს. ამის შესახებ მან სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
მისი თქმით, პროკურატურის პოზიცია აბსურდულია, შესაბამისად ის გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.
სასამართლოზე თავის დასკვნით სიტყვაში, ბახალამ თქვა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ის გააშიშვლეს და მისი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.
გიორგი გიორგანაშვილი 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს. ის 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment