Pages

Saturday, December 2, 2017

საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვევა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3-4 დეკემბერს შედგება. დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 4 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
შვეიცარიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment