Pages

Tuesday, December 19, 2017

მოზარდის თვითდაზიანებაზე გამოძიება კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭის მიერ თავისი თავის დაზიანების საქმეზე გამოძიება სსკ-ის 285-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
სკოლის დირექტორმა თქვა, რომ მოზარდის მამამ წელს სკოლას განცხადებით მიმართა და მისი შვილის სასწავლო პროცესიდან გათავისუფლება ითხოვა. დირექტორის ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მამას მშენებლობაზე ეხმარებოდა. 
სკოლის დირექტორმა დასძინა, რომ მოსწავლისთვის ხელზე ნაკაწრები ადრეც შეუნიშნავს. მოზარდის ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებენ.
ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ორი ჭრილობა მიიყენა. ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის - ეგრეთ წოდებული "ლურჯი ვეშაპის" არსებობა არ დასტურდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment