Pages

Monday, December 4, 2017

ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ბრალდებულის ოჯახის წევრები არ დაუკითხავთ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცველებს მისი ოჯახის წევრები არ დაუკითხავთ.
როგორ სოფო ჯაფარიძემ ქრონიკას განუცხადა, ძებნილის ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია სად იმყოფება არასრულწლოვანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ეძებენ.
"მის ადგილსამყოფელს ოჯახი ვერ ადგენს, თავად ოჯახი კი ჩემი ინფორმციით დაკითხული არაა"-აცხადებს ჯაფარიძე. 
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
დღეს სასამართლომ ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment