Pages

Sunday, December 3, 2017

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ



ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაკავებულის ადვოკატმა ანი შეშელაშვილმა განუცხადა, ის ამ დრომდე ელოდება საგამოძიებო უწყებიდან შეტყობინებას, თუ როდის მოხდება ბრალის წარდგენა.


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ადვოკატის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით დამატებით განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ბრალის წარდგენა ოფიციალურად მოხდება. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
”გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით)“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge
 

No comments:

Post a Comment