ევროპაში სწავლის მსურველი სტუდენტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ისინი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ხშირად, სხვადასხვა კომპანიის, გაცვლით პროგრამისა თუ სტიპენდიის მეშვეობით მიდიან, თუმცა როგორც სტუდენტი მარიამ ასათიანი ირწმუნება, ვისაც ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში სურს სწავლის გაგრძელება, სიფრთხილე მართებთ.
მარიამ ასათიანის ინფორმაციით, ის კომპანიამ "შენი ევროპული გზა", რომელსაც ზურაბ სამადალაშვილი ხელმძღვანელობს, მოატყუა, სოლიდური თანხა გადაახდევინა და ვენაში ჩასულს არცერთი დაპირება არ დახვდა შესრულებული.
"მათთვის, ვისაც ევროპაში და კერძოდ ავსტრიაში (ვენა) სწავლის სურვილი აქვს, მინდა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ ენდოთ კომპანიას "შენიევროპული გზა." მივიჩნევ, რომ პასუხისმგებელი ვარ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წამოსვლას გეგმავენ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მივაწოდო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რომლის ტყუილების მსხვერპლიც შეიძლება გახდნენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
არსებობს ასეთი კომპანია "შენი ევროპული გზა", რომელიც ეხმარება სტუდენტებს, რა თქმა უნდა, საკმაოდ სოლიდური თანხის, 2500€-ს სანაცვლოდ, რომ ვენის უნივერსიტეტში ჩაირიცხონ. ეს არის დიდი ტყუილი და კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის "მეთაურიც" ბ-ნი ზურაბ სამადალაშვილი, აუცილებლად ეცდება მასთან დაკავშირების შემთხვევაში, ხშირად არასწორი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე, დაგანახოთ ვენა ზღაპრულ ფერებში, თანხა გადაუხადოთ და შემდეგ პასუხისმგებლობას მოიხსნის," - განმარტავს მარიამ ასათიანი.
მისი თქმით, თუ ისარგებლეთ კომპანიის შემოთავაზებით და გადაიხადეთ თანხა, ჩახვალთ ვენაში, დაგხვდებათ ან არ დაგხვდებათ საცხოვრებელი ადგილი, რომელიც 2500€ პაკეტის ღირებულებაში შედის და იმ სერვისების შესრულებას, რომლებიც ასევე პაკეტში იყო გათვალისწინებული - 100% ჩარიცხვის გარანტია, საჭირო დოკუმენტების აპოსტილიზირება, თარგმნა გერმანულ ენაზე და DHL ფოსტით გაგზავნა, თქვენ უნდა შეასრულოთ, რასაც, მარიამ ასათიანის ინფორმაციით, ზურაბ სამადალაშვილი თავად დაგაკისრებთ.
"არანაირი 2-3 ბინის ალტერნატივა, არანაირი აეროპორტში დახვედრა და საცხოვრებელ ადგილამდე ტრანსფერი, არანაირი 1 კვირიანი ბილეთის გაცემა ტრანსპორტზე, ადაპტაციაში დახმარება და მოკლე გაცნობითი კურსი ვენაში, OH-Beitrag ის შეტანა, არანაირი უნივერსიტეტის ONLINE სისტემის გაცნობაში დახმარება - არადა ეს ყველაფერი 2500€-ს პაკეტში შედის და ამ ყველაფერს კომპანია არ ასრულებს და პირველ დიდ პრობლემას შევეჯახე მაშინ, როცა ვენაში ჩამოსულს ბინა არ დამხვდა. მათგან მივიღე ინფორმაცია, რომ ტურისტულად ჩამოსულს შემეძლო სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის შეტანა და ზუსტად იმ მიზეზით, რომ საბუთების მოწესრიგებას, რაზეც პასუხისმგებლობას თავად იღებენ, სათანადო დრო არ დაუთმეს, გამიჭიანურეს და იძულებული გავხდი ტურისტული ვიზის ამოწურვის შემდეგ საქართველოში დავბრუნებულიყავი და ვიზის პასუხს იქ დავლოდებოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჯავშნილი ენის კურსი, ბინის ქირაში და დაზღვევაში გადახდილი თანხა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა," - აღნიშნავს მარიამ ასათიანი.
მისი თქმით, ერთადერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რამაც ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გადააწყვეტინა, იყო შესაძლებლობა, რომ მისაღები გამოცდის გარეშე, კრედიტების აღიარების ხარჯზე დაეწყო სწავლა.
"ენას სათანადო დონეზე არ ვფლობდი და მათ მითხრეს, რომ უნივერსიტეტი მაძლევდა 4 სემესტრიან ვადას, რომ ენა შემესწავლა და მხოლოდ და მხოლოდ გერმანული ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მომეცემოდა სწავლის გაგრძელების უფლება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბატონმა ზურაბმა დამალა ინფორმაცია, ან უბრალოდ არ იცოდა, რადგან საბუთებს პასუხისმგებლობით არ მოეკიდა და არ წაიკითხა, მაშინ როცა მე ვფლობდი A2 დონეს გერმანულ ენაში და არ შემეძლო საბუთების წაკითხვა გერმანულად, და არ მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა მისაღები გამოცდა. ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას კი აუცილებლად გაიგებთ, როცა სწავლის გასაგრძელებად უკვე ვენაში ჩახვალთ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ამის შესახებ არა კომპანიისგან, არამედ სრულიად სხვა ადამიანისგან და სრულიად შემთხვევით შეიტყობთ, ისევე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხვდა. თქვენ არ იქნებით 100%-ით ჩარიცხული სტუდენტი, რაც "შენი ევროპული გზის" სავიზიტო ბარათია. უნივერსიტეტში მხოლოდ მას შემდეგ ჩაირიცხებით, როცა მისაღებ გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რომლის შესახებაც კომპანია წინასწარ არ გაგაფრთხილებთ, მაშინ როცა ამხელა თანხას იღებს. ან ისევე როგორც ჩემს შემთხვეაში, A2 ენის ცოდნის დონით საერთოდ ვერ ჩააბარებთ და უნივერსიტეტი უარს გეტყვით მიღებაზე. მე ნამდვილად არ მეზარება ამ გამოცდისთვის მომზადება და მეცადინეობა, მაგრამ მე ეს კომპანიისგან წინასწარ უნდა მცოდნოდა.
ზარალის შემთხვევაში "შენი ევროპული გზა" თანხას უკან აღარ გიბრუნებთ. ბატონმა ზურაბმა თანხის დაბრუნება თავისი ინიციატივით შემომთავაზა, იმ შემთხვევაში თუ ვენიდან წავიდოდი და ჩემს ვიზას მას მივცემდი, რომელსაც შემდეგ გადატეხდა," - იხსენებს მარიამ ასათიანი.
ის აღნიშნავს, რომ კომპანია არ გიფორმებთ არავითარ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ სამართლებრივად შეედაოთ, - "სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ხელშეკრულება. ამ კომპანიამ ბევრი ადამიანი დააზარალა, მათმა რაოდენობამ უკვე ძალიან იმატა
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში"
სტუდენტი მკითხველს ურჩევს, რომ თავად არ დაზარალდნენ მორალურად და ფინანსურად და დაფიქრდნენ, სანამ მათთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯს გადადგამენ - "ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი შემთხვევა. სხვა სტუდენტებთან შედარებით გამიმართლა. ისინი უფრო დაზარალებულები არიან და მათ პირადად ვიცნობ," - დასძენს ის.
მარიამ ასათიანის თქმით, ის ამ საკითხზე ყველა დაინტერესებულ პირს გაესაუბრება.
ჩვენ "ჩემი ევროპული გზის" ხელმძღვანელთან, ზურა სამადალაშვილთან ვენაში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს შეტყობინებებს არ პასუხობს.
მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE
სტუდენტი მკითხველს ურჩევს, რომ თავად არ დაზარალდნენ მორალურად და ფინანსურად და დაფიქრდნენ, სანამ მათთან თანამშრომლობისკენ ნაბიჯს გადადგამენ - "ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი შემთხვევა. სხვა სტუდენტებთან შედარებით გამიმართლა. ისინი უფრო დაზარალებულები არიან და მათ პირადად ვიცნობ," - დასძენს ის.
მარიამ ასათიანის თქმით, ის ამ საკითხზე ყველა დაინტერესებულ პირს გაესაუბრება.
ჩვენ "ჩემი ევროპული გზის" ხელმძღვანელთან, ზურა სამადალაშვილთან ვენაში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს შეტყობინებებს არ პასუხობს.
მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE
No comments:
Post a Comment