👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამის მირზა სუბელიანის საკითხს გამოეხმაურა, რომელიც მთავარ პროკურატურაშია დასაქმებული.
"მინდა აღვნიშნო, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს რა თქმა უნდა პასუხი პროკურატურამ უკვე გასცა, ასევე ჩვენი ინფორმაციით ამ ადამიანმა, მისივე სურვილით დატოვა მის მიერ დაკავებული თანამდებობდა, რამეთუ არ მოხდეს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები ისეთ მძაფრ და სენსიტიურ თემაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობის და სამართლიანობის ხარისხი მსგავს თემებში. შსს-ს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული. გამოძიების პროცესი დასრულდება და ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა ამ დანაშაულში მონაწილეობას ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარია სამართლიანად იქნება დასჯილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან ცოტამ გამოთქვა.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment