Pages

Wednesday, December 20, 2017

ბრიტანეთში ვიზიტისას ტრამპი ელისაბედ მეორეს არ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტამპი გაერთიანებულ სამეფოში 26-27 თებერვალს ჩავა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი ლონდონში ვიზიტისას დედოფალ ელისაბედ მეორეს არ შეხვდება.
რამდენიმე თვის წინ ტრამპის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ორმა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მიზეზი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საიმგრაციო პოლიტიკის გამკაცრების განკარგულებაა.
ლონდონში ტრამპის ჩასვლის წინააღმდეგია დედაქალაქის მერი სადიკ ხანიც.
ტრაპის პირველი ვიზიტი ლონდონში ამერიკის საელჩოს ახალი შენობის გახსნას ემთხვევა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment