ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ, სიონში წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვიროაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ხვალ არის დიდი დღესასწაული - ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წირვა შესრულდება სიონის ტაძარში. წირვას შეასრულებს მოსაყდრე, მეუფე შიო", - აღნიშნა პატრიარქმა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ipn.ge
No comments:
Post a Comment