Pages

Saturday, December 2, 2017

რესპუბლიკური საავადმყოფო გარდაცვლილი მოზარდის შესახებ განცხადებას აკეთებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
რესპუბლიკური საავადმყოფო ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდის გარდაცვალების თაობაზე განცხადებას აკეთებს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა, მიღებული გადაუდებელი ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა.
"განვითარდა ე.წ. დე ვე ეს სინდრომი, ეს არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული ეს სინდრომი, მოხდა შეჩერება, მეორედ გააქტიურდა ღამის განმავლობაში და ასევე მოხდა შეჩერება. დილის 8-ის ნახევარზე ისევ გააქტიურდა. უფრო გასაგებ ენაზე, ეს არის სისხლის შედედების სისტენის დარღვევა, როცა სისხლი ვერ დედდება და არის მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი მოსალოდნელი იყო. სინდრომი ვითარდება, როცა დიდი რაოდენობითაა სისხლის დანაკარგი," - აცხადებს ავთანდილ იმედაძე.
რაც შეეხება სისხლის საჭიროებას, რესპუბლიკირი საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ მარაგი იყო, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებმა დახმარება შესთავაზეს, თუმცა ამის საჭიროაბა არ ყოფილა.
დღეს ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი გარდაიცვალა. 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment