დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 85-ე შეხვედრა ჩატარდება. წელს ეს ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა იქნება. ქართული მხარე დღეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესს და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებას გააპროტესტებს.
დღის წესრიგში რჩება ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი. მის საქმეზე განმეორებითი გამოძიება აღარ ჩატარდება და ოსურმა მხარემ მისი საქმე დახურა, თუმცა ქართული მხარე თვლის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება და ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
ასევე, დღის წესრიგშია 2017 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნების საკითხი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment