Pages

Thursday, December 21, 2017

კვირიკაშვილი: ჩვენი პროგრამის განხორციელება ქვეყანაში სიტუაციას თვისობრივად შეცვლის

პრემიერ მინისტრმა მინისტრმა მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცებისთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
,,დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი თავისი შემადგენლობისა და პროფესიონალიზმის იმ დონით, რომელიც მასში არის კონცეტრირებული, ნამდვილად არის იმ პოზიციაში, რომ დღეიდან მოყოლებული, ახალი ენერგიით განვახორციელოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურ, სწრაფ, ახალი განვითარების დინამიკას შექმნის და ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. ჩვენ ძალიან საინტერესო და დატვირთული პროგრამა გვაქვს. ყველანაირი გადაჭარბებების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ქვეყანაში სიტუაციას თვისობრივად შეცვლის. პარლამენტის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, ასევე საზოგადოების მხარდაჭერის და 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის წლად გამოვაცხადე. მადლობას ვუხდი ვინც ნდობა გამოგვიცხადა. ემოციური ფონის მიუხედავად ეს იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო განხილვები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment