Pages

Wednesday, December 20, 2017

შსს ქუთაისში ყაჩაღობის დროს მოზარდის დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შსს ქუთაისში ყაჩაღობის დროს მოზარდის დაჭრის ფაქტზე განცხადება გაავრცელა
უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სამი დაუდგენელი ნიღბიანი პირი ქუთაისში, სულხან საბას მე-5 ჩიხში, 1980 წელს დაბადებული თ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ერთ-ერთმა პირმა გადაჭრილი თოფიდან გასროლით ოჯახის ერთი წევრი - 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ფეხის არეში დაჭრა, რის გამოც იგი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ თვითმხილველები და თ.ა.-ს ოჯახის წევრები. დადგინდა, რომ თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს." - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სულხან საბას ქუჩაზე ყაჩაღობა წუხელ მოხდა.დაზარალებულების თქმით, გვიან ღამით მათ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა.
წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგედაც მათი 16 წლის შვილი ფეხის არეში დაიჭრა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment