გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელფასები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია დღევანდელ სესიაზე გახდა ცნობილი, სადაც საშტატო ნუსხაც დაამტკიცეს. ცვლილებების მიხედვით გამორჩეულია საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, რომელიც გასული წლის მსგავსად 2650 ლარი რჩება.
განსვავებულია მისი მოადგილის ხელფასი, რომელიც 100 ლარით იზრდება და სახელფასო ანაზღაურება 1800 ლარი ხდება. ამასთან, 100 ლარით გაეზარდათ ხელფასები მესამე რანგის უფროს სპეციალისტებს. რაც შეეხება საკრებულოს აპარატის უფროს, მას 1000- ის ნაცვლად 1500 ლარი ექნება.
„ საკრებულოს აპარატს 15-შტატიანი თანამშრომელი ეყოლება. ერთი იქნება აპარტის უფროსი, 2 განყოფილების უფროსი, 3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 9 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 1350-ის ნაცვლად 1500, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო 810 ლარის მაგივრად, 1200 ლარით განისაზღვრა, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს 560 ლარის ნაცვლად, 700 ლარი ექნებათ“, - განაცხადა სესიის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდოამარემ, ლევან ხაზიურმა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment