საუდის არაბეთში აქლემებმა უდაბნოები დროებით დატოვეს და დედაქალაქ ელ-რიადს სილამაზის კონკურსში მონაწილეობისთვის ესტუმრნენ. აქლემების მეპატრონეებს, გამარჯვების შემთხვევაში, $31.8 მილიონით აჯილდოებენ. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მათგანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და საკუთარი აქლემების გარეგნობა ქირურგიული ჩარევით გააუმჯობესა.
შედეგად, 12 აქლემი, რომელსაც ტუჩები და ცხვირი ბოტოქსის მეშვეობით შეულამაზეს, კონკურსიდან მოხსნეს.
ორგანიზატორების თქმით, ისინი ბუნებრივ სილამაზეს აფასებენ.
კონკურსი საუდის არაბეთში ყოველწლიურად იმართება. აქლემების შეფასების მთავარი კრიტერიუმი მიმზიდველი ტუჩები, მოხდენილი ცხვირი და აცქვეტილი ყურებია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment