Pages

Thursday, January 4, 2018

მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის 



 Error occurred during the loading of an video.
ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა სასამართლოში სააკაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ?
ambebi.ge



No comments:

Post a Comment