Microsoft-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა კარგი ჯიშის ძროხების შექმნისთვის ორგანიზაცია GALVmed-ს 40 მილიონ დოლარამდე თანხა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
GALVmed-ის მეცნიერები აფრიკული და ევროპული ძროხის ჯიშებისგან ახალი სახეობის საქონლის შექმნას ცდილობენ, რომელიც გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება და მაღალ ტემპერატურასაც კარგად აიტანს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძროხის ახალი ჯიშისგან ოთხჯერ მეტი რძის მიღებას შეძლებენ.
გეიტს მიაჩნია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და რძის წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს სიღარიბისა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას, იმის მიუხედავად, რომ გარემოსდამცველები და კლიმატის სპეციალისტები საქონლისგან გარემოზე მიყენებული დიდი ზიანის შესახებ საუბრობენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment