რიკოთის გვირაბთა ღამით მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულებიდან 2 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს და გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე
imedinews.ge
No comments:
Post a Comment