ambebi.ge
Pages
▼
Saturday, January 20, 2018
ნათლისღებას "განბანილი" პოლიტიკოსები
19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე პოლიტიკოსები მდინარეში განიბანენ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად მიიღო საყოველთაო ბანაობაში მონაწილეობა კიევში, ჰიდროპარკში მოწყობილ განბანვის ცერემონიაში. პოლიტიკოსმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჰიდროპარკში, ძალიან ბევრი და თბილი ადამიანის გარემოცვაში, პირველად განვიბანე ძალიან ცივ წყალში".ნათლისღებას განბანვის ტრადიცია არ დაარღვია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც. მან მოსკოვში, სელიგერის გაყინულ ტბაში გასცურა. მის განბანვას რუსი სამღვდელოების წარმომადგენლები დაესწრნენ.ტელეწამყვანმა, ოპოზიციონერმა და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. ამის შესახებ სობჩაკმა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა და ფოტოებიც გაავრცელა: "მე ეს გავაკეთე! პირველად ცხოვრებაში! მადლობა ტომსკს - 40 გრადუსისთვის" - დაწერა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ambebi.ge
ambebi.ge
No comments:
Post a Comment