Pages

Sunday, January 21, 2018

ოქსფორდმა სტუდენტი გოგოებისთვის სტრესის მოსახსნელად გამოცდის ჩაბარების დრო გაზარდა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა სტუდენტებს მათემატიკასა და ინფორმატიკაში გამოცდების ჩაბარების დრო გაუხანგრძლივა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, მიზეზი სტუდენტებისთვის ნაკლებად სტრესული გარემოს შექმნაა. ინფორმაციას გაზეთი Sunday Times-ი წერს. 
სასწავლებლის ხელმძღვანელობამ შენიშნა, რომ მათემატიკასა და ინფორმატიკაში სტუდენტი გოგოებისა და ბიჭების აკადემიური მოსწრება განსხვავებულია. გასულ წელს ამ საგნებში უმაღლესი შეფასება კურსდამთავრებული გოგოების მხოლოდ 21 %-მა მიიღო, მაშინ როცა იგივე საგნებში ბიჭების 45%-მა სწავლა წარჩინებით დაასრულა.
სასწავლებლის ადმინისტრაციამ კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ გოგოები დროში შეზღუდულ პერიოდში სტრესულ სიტუაციაში უფრო მეტად ექცევიან, ვიდრე ბიჭები. ამიტომ სიტუაციის გამოსასწორებლად, სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ამ ორ საგანში გამოცდის ჩაბარების დრო გაზარდა და ახლა სტუდენტებს 90 წუთის ნაცვლად, გამოცდის ჩასაბარებლად 105 წუთი აქვთ. 
სასწავლებლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მთავარია სტუდენტმა საგანი იცოდეს და არა ის ვინ უფრო სწრაფად ამოხსნის ამოცანას.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment