Pages

Thursday, January 18, 2018

დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია - დედაო. იმისათვის, რომ დედაეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სულიწმიდისა, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება. ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნათლისღების საიდუმლო წარხოცავს პირველქმნილ და ყველა სხვა ცოდვასაც - "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - ყოველდღიურად ვიმეორებთ ქრისტიანები. საიდუმლო მართლაც დიდია და ხშირად მასში მონაწილეებს - იქნებ სწორედ მისდამი სერიოზული დამოკიდებულების გამო - უამრავი ყოფითი შეკითხვა უჩნდებათ.

ნათლისღების საიდუმლოს ასპექტებზე გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის 
ტაძრის (ლურჯი მონასტრის) წინამძღვარი დეკანოზი დავითი (შარაშენიძე).

- ნათლისღებით წარიხოცება ადამისა და ევასაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ჩვენი პირველყოფილი ცოდვა. ეკლესია მიიჩნევს, რომ სწორედ ნათლობაა ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანმა შეიძლება დაამყაროს კავშირი ეკლესიასთან, ხოლო ეკლესია ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანმა შეიძლება სული იცხოვნოს. ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს, ხოლო ეკლესიასთან კავშირის ერთადერთი გზაა ნათლობა.

- როდიდან იღებს დასაბამს ნათლისღება?
- ნათლობა დასაბამს იღებს იმ დროიდან, როდესაც იორდანეს უდაბნოში იოანე ნათლისმცემელი იქ მყოფ იუდეველებს ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით. მაგრამ ეს არ იყო ის ნათლისღება, რომელიც პირველი ქრისტიანების ეკლესიის დროიდან დაარსდა, მანამდე ნათლისღებას მხოლოდ და მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა. როგორც სახარებაში ვკითხულობთ, ადამიანები მიდიოდნენ იოანე ნათლისმცემელთან, აუარებდნენ ცოდვებს და მისგან იღებდნენ ნათელს.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

- იოანე ნათლისმცემელი შეყოვნდა, ვიდრე უფალს ნათელს სცემდა. ვიცით, რომ განხორციელებულმა უფალმა სრულად მიიღო ადამიანური ბუნება, გარდა ცოდვისა. მაშ, რიღასთვის იყო საჭირო მისი ნათლისღება?
- უფლის ნათლისღებაში მრავალი საღვთისმეტყველო აზრი დევს: უფალმა მიიღო სინანულის ნათლისღება, რაც არანაირად არ იყო საჭირო, რადგანაც იგი უცოდველი გახლდათ. თავისი ქცევით იესომ მოგვცა მაგალითი, რომ აუცილებელია, ყველა მოკვდავმა გაიაროს ეს გზა, რომ ადამიანი ვალდებულია, ნათელიღოს. ამის დასტურად გავიხსენოთ საუბარი ნიკოდიმოსთან - უფალი ბრძანებს, თუ ადამიანი მეორედ არ იშვება სულითა და წყლით, ღვთის სასუფეველში ვერ დამკვიდრდებაო. ნათლისღება არის ერთადერთი გზა, რითაც ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ღვთის სასუფეველი დაიმკვიდროს.

- მაგრამ "სულითა და წყლით" ყოველთვის არ ხერხდება, ხომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს ქვიშით ნათლავდნენ?
- ასეთი რამ გამონაკლისის სახით თუ მომხდარა, არ დაკანონებულა. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები სისხლით მონათლულან - მოწამებრივი სისხლით. მანამდე ისინი არ იყვნენ წყლით ნათელღებულნი, მაგრამ ქრისტეს სახელით მოწამებრივად აღსრულებულან, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. თუმცა არ იქნება სწორი, ეს განვაზოგადოთ და წესად მივიჩნიოთ.

- ეკლესიური ტრადიციით, ბავშვებს, უმეტესად, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ნათლავენ. რას უკავშირდება ეს ტრადიცია?
- სხვათა შორის, პირველ ეკლესიაში ადამიანები უფრო გვიან ინათლებოდნენ, ხოლო ჩვილების ნათლისღების დამკვიდრება კართაგენის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა: რადგანაც ყველა ბავშვი მატარებელია პირველყოფილი ცოდვისა, ხოლო პირველყოფილი ცოდვით შეუძლებელია ცხონება და მის წარსახოცად აუცილებელია ნათლისღება, სავალდებულო გახდა ჩვილების ნათლობა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

- ზოგიერთის მოსაზრებით, მცირეწლოვანის მონათვლა, რაც, ფაქტობრივად, მისი ნება-სურვილის გათვალისწინების გარეშე ხდება, პიროვნების თავისუფალი ნების შელახვაა.
- ასეთი დამოკიდებულება არ არის მართებული. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მაგრამ ჩვილი იმ სარწმუნოებით ინათლება, რომელიც მის მშობლებს აქვთ. ჯერჯერობით მას არა აქვს არჩევანის გამოხატვის საშუალება. როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის ახალი ტრადიცია და უძველესი ეკლესიის დროიდან მოდის. ძალიან გამიჭირდება თქმა, რომ ძველმა მამებმა არ იცოდნენ სწავლება ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ.

სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, ბავშვობაში მონათლულებს შემდეგ უარი უთქვამთ ამ გზაზე და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ სხვა გზით განვითარებულან.

- რით განსხვავდება ჩვილისა და მოზრდილი ადამიანის ნათლობა?
- ძველ დროში მართლმადიდებელ ოჯახში დაბადებული ასაკოვანი ადამიანის ნათლობა გამორიცხული იყო, მაშინ ყველა ბავშვი ჩვილობაში ინათლებოდა. იმ ავადსახსენებელ დროს, როდესაც ეკლესიაში აკრძალული იყო მსახურება და ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, აშკარად ეღიარებინათ რელიგიური მრწამსი, უამრავი რჩებოდა მოუნათლავი. დღეს ძალიან ბევრი ზრდასრული მოდის მოსანათლად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული კატეხიზაცია, მომზადება, რათა მან იცოდეს მართლმადიდებლობის საფუძველი, რატომაა საჭირო ნათლობა, რას ნიშნავს იგი და რას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია.

- იმ ავადსახსენებელ წლებგამოვლილთაგან ზოგმა არ იცის, მონათლულია თუ არა. რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ეს საკითხი გაურკვეველია?
- ამ დროს ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებით. თუ არსებობს ეჭვი, რომ არ არის მონათლული, უნდა მივიდეს ადგილობრივ ეპისკოპოსთან, ჩვენს შემთხვევაში - ქორეპისკოპოსთან, და მისგან აიღოს კურთხევა. ამის შემდეგ, წყლით ნათლობის დროს, ითქმება ფორმულა - ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი), უკეთუ არ იყო ნათელღებული განაგრძეთ კითხვა
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment