Pages

Tuesday, January 9, 2018

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა


ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები. ასევე სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. მოგლეჯილი ხეების ნაწილი გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანა.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
 
ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელების გამო, მთაში თოვდა, ქროდა ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
ipn.ge 


👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

No comments:

Post a Comment