Pages

Wednesday, January 10, 2018

ხელბურთის კაცთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილოებს

ხელბურთის კაცთა ეროვნული ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას 12-14 იანვარს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს.
ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა, მაკედონიელმა დონე ბოშკოვსკიმ და მისმა ასისტენტმა, ტიტე კალანდაძემ ამ დროისთვის უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ლატვიის, ლიტვისა და ისრაელის ნაკრებები იქნებიან , ხოლო მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გავა. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 2019 წელს დანიასა და გერმანიაში გაიმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment