Pages

Wednesday, January 3, 2018

ვიდეოკამერებმა თბილისში ყველაზე მეტი დარღვევა რუსთაველის გამზირზე, შარტავასა და ბელიაშვილის ქუჩებზე დააფიქსირეს


2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა თბილისში ყველაზე მეტი - 4 958 ჯარიმა რუსთაველის გამზირზე დააფიქსირეს. ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


"ჭკვიანი კამერების" მიერ დაფიქსირებული დარღვევებით თბილისის ქუჩებს შორის მეორე ადგილზე შარტავა - ბულაჩაურია, სადაც 2 238 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, შემდეგ მოდის ბელიაშვილის ქუჩა 1 750 ჯარიმით, მეოთხე ადგილზეა მარშალ გელოვანის გამზირი - 1 579 დარღვევით, ხოლო მეხუთე პოზიციას სააკაძე-კოსტავა - 1518 ჯარიმით იკავებს.

კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre


შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად,
სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით მისდის ინფორმაცია.

ასევე, კანონის თანახმად, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20% შეუმცირდება.
ipn.ge

No comments:

Post a Comment