საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გირგვლიანის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ხელის დაფარება არავის არგებს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, არის თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. გირგვლიანის შესწორებები მიმართული პრეზიდენტის შეწყალების უფლების წინააღმდეგ.
"მე ცოტა ხნის წინ ვუსმინე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ეს გამოსვლა დაემთხვა (თუ როგორ იყო, არ ვიცი), გირგვლიანის მკვლელობის 12 წლისთავს. მან ძალიან ამაყად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ის მართალია ამ საქმეში. ამის წაქეზება დაემთხვა იმ ყველაფერს, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც საუბარი იყო შეწყალების გამო მიხეილ სააკაშვილის დასჯის დაუშვებლობაზე. ის, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ, იყო ხელისუფლების ძალიან დიდი დანაშაული. ეს იყო შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ამ შეთქმულებისთვის ხელის დაფარება არავის არგებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

29 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების დასჯა მოითხოვა. ევროპულმა საქართველოს წევრმა და დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ "გირგვლიანის შესწორებებს" ხელისუფლების მორიგი ფარსი უწოდა. მისი თქმით, ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ 29 იანვარს თქვა, რომ "ქართული ოცნება" იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას. მდინარაძის თქმით, ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება „გირგვლიანის შესწორებები” ერქმევა.
28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment