Pages

Monday, January 8, 2018

კობახიძე გორში პატრულის ცემის ფაქტს ეხმიანება


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრულის თანამშრომლის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, პოლიციელთა პრესტიჟი და უფლებები განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს.
განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული პოლიციის პრესტიჟი და პოლიციელთა უფლებები, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ეს საკითხი პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მომხდარს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილიც. მისი თქმით, ვინც სამართალდამცველს მიაყენებს შეურაცხყოფას, იმ ადამიანის მიმართ სახელმწიფო უმკაცრესი იქნება.

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

"ეს ადამიანები ყოველდღე სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სწირავენ იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირება ამ ფაქტზე იქნება უმკაცრესი. მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების სრულ მხარდაჭერას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამართალდამცველების მიმართ ყველა არაკანონიერი ქმედება იქნება უმკაცრესად დასჯილი", - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გორის ერთ-ერთ რესტორანში ცემეს. ფიზიკური დაპირისპირება მასსა და მის გვერდით მაგიდაზე მყოფ პირებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციელი წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო ცემა.
ნაცემი პოლიციელი გორის საავადმყოფოში მკურნალობს, მას ყბის ძვალი აქვს მოტეხილი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment