Pages

Thursday, January 18, 2018

ტრამპის შესახებ დაწერილი წიგნის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ჟურნალისტ მაიკლ ვულფის წიგნის “ცეცხლი და მძვინვარება: ტრამპის თეთრ სახლში” მიხედვით სერიალს გადაიღებენ.
Hollywood Reporter-ის ცნობით წიგნის ეკრანიზაციის უფლება კომპანია Endeavor Content-მა მოიპოვა, თავად მაიკლ ვულფი კი სერიალის პროდიუსერი იქნება. კიდევ ერთი პროდიუსერი, რომელიც პროექტზე იმუშავებს, მაიკლ ჯექსონი იქნება, რომელიც მრავალი წელია Channel 4-თან და BBC-ისთან თანამშრომლობს.
"ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში", 5 იანვარს გამოვიდა და დღეს ის Amazon-ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებს.
წიგნში დონალდ ტრამპის ცხოვრების შესახებ არის მოთხრობილი. კერძოდ კი, მასში ასახულია პრეზიდენტის დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და თანამშრომლებისადმი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment