Pages

Monday, January 22, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მძღოლები გაიფიცნენ

მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებენ. მძღოლები მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს სვლა-გეზის გრაფიკის დარღვევაში და ერთმანეთისათვის საქმიანობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებენ.
გაფიცულები დღეს დაკითხვაზე ბაღდათის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ, რადგან არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. ბაღდათის მერიაში კი აცხადებენ, რომ ისინი კერძო დავაში ვერ ჩაერევიან.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment