Pages

Monday, January 8, 2018

მთვრალმა ამერიკელმა პოლიციაში საკუთარ თავს უჩივლა


აშშ-ში, ფლორიდის შტატში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მძღოლმა პოლიციაში დარეკა და საკუთარ თავს უჩივლა. ამის შესახებ პოლკის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენლებმა Facebook-ზე დაწერეს.
შემთხვევა ახალი წლის დადგომამდე მოხდა. კაცმა, სახელად მაიკლი, 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა.

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, კაცი ვერ იხსენებს საკუთარ გვარს და ადგილს, სადაც იმყოფება. რამდენიმე წუთში მან დისპეტჩერს უთხრა, რომ ავტომობილი გააჩერა. 
საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფელი დაადგინეს. ადგილზე მისულ პოლიციასთან მან აღიარა, რომ ალკოჰოლის გარდა ნარკოტიკიც მიიღო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment